აჰმეთ დავუთოღლუმ სომხეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება. ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ერთ-ერთი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანული მედის ინფორმაციით, დავუთოღლუმ მოუწოდა სომხეთს, “გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის”.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თურქეთი აზერბაიჯანს დახმარებას ყოველთვის გაუწევს.
“აზერბაიჯანული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება”, – განაცხადა დავუთოღლუმ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
452 ნახვა