შეიარაღებული ძალებს 14 პროფესიონალი მზვერავი შეემატა

საქართველოს შეიარაღებული ძალებს 14 პროფესიონალი მზვერავი შეემატა. ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისის” რეინჯერთა მომზადების სკოლის “დაზვერვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის” პირველი ნაკადის გამოშვების ცერემონიალი მანავის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალ-მაიორმა კაპანაძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სწავლების დასრულება მიულოცა.

“დღევანდელ დღეს, მითუმეტეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის დროულ მიღებას და დამუშავებას. ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყნაში თუ რეგიონში არსებობს, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა დაზვერვის განვითარება. ძალიან მიხარია, რომ დღეს სხვა ოფიცრებთან ერთად დაზვერვის კურსი გაიარეს აკადემიადამთავრებულებმაც. ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ამაღლებული გრძნობაა, როდესაც ახალგაზრდა მზვერავებს უყურებ, ვხედავ მათ თვალებს და იმედი გვაქვს, რომ ეს არის ძალიან დიდი შენატანი შეიარაღებულ ძალებში,” – აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

კურსის დასრულების ცერემონიალს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ.
მზვერავების მომზადების კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსდამთავრებულებმა ტოპოგრაფიული, კავშირგაბმულობის, აერომობილური, საცეცხლე და ტაქტიკური და საფუძვლიანი სადაზვერვო მომზადება გაიარეს.
რეინჯერთა სკოლაში გამართული ცერემონიალი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
201 ნახვა