პოლიცია ვალდებული ხდება, ძალადობის მსხვერპლ ქალს მოძალადის გათავისუფლება აცნობოს

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც განხილვის ეტაპზეა, „პატიმრობის კოდექსში“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებსაც ითვალისწინებს.

„პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუიანმა აღნიშნა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი ძალადობისაგან დაცული ადამიანი და საზოგადოებაა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები
203 ნახვა