CNN: რუსეთი თურქეთს ISIS-თან ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებს

CNN:  როგორც რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, მათ წარმოადგინეს მყარი მტკიცებულებები თუ როგორ ვაჭრობს თურქეთი ნავთობით, ისლამურ სახელმწიფოსთან.

,ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები იმ არალეგალური ვაჭრობისა რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ,,ისლამურ სახელმწიფოსა’’ და თურქეთს შორის. ეს კი ჩვენი აზრით  ამ ტერორისტული ორგანიზაციის პირდაპირი დაფინანსებაა.’’ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.

რუსმა სამხედროებმა ასევე წარმოადგინეს სატელიტური ფოტო და ვიდეო მასალა სადაც ჩანს სწორედ ის ნავთობ გადამამუშავებელი პუნქტები ,,ისლამური სახელმწიფოს,’’ ტერიტორიაზე,  საიდანაც სპეციალური დასახული მარშრუტით, ყოველდღიურად 3 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ტრანსპორტირება ხდებოდა თურქეთში, რა თქმა უნდა მანამ სანამ რუსულმა სამხედრო თვითფრინავებმა არ შენიშნეს.

ერთ ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა სერგეი რუდსკოიმ ზუსტად მიუთითა ის სამი მარშრუტი რომელიც თურქეთში ნავთობის გადატანისთვის იყო განკუთვნილი. ერთ ერთი პირდაპირ თურქეთის პორტში სრულდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

ანტონოვმა ასევე განაცხადა რომ თურქეთის უმაღლესი მაღალჩინოსნები, თავად პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ოჯახი კურირებს ამ დანაშაულებრივ ბიზნესს. თუ ეს მტკიცებულებები ვინმეს მოგონილი ჰგონია, მაშინ დაუშვით ამ თურქულ ტერიტორიებზე ჟურნალისტები.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები ყატარის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს.

,,არავის არ აქვს უფლება განსაჯოს თურქეთი, თურქეთს ისე არ დაუკარგავს თავისი ღირსება რომ შეისყიდოს ნავთობი ტერორისტული ორგანიზაციებისგან. – განაცხადა ერდოღანმა.

წყარო: CNN.COM

მსგავსი სიახლეები
130 ნახვა