მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს და მათი განხილვა სასამართლოში უკვე დაწყებულია. სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განმარტებით, ბრალდებების დადასტურების შეთხვევაში, ეს ფაქტი სამართალდამცავებს პრობლემას არ შეუქმნის.
“ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებობს ოთხი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. ოთხივე საქმე სასამართლოშია წარმართული და მიმდინარეობს არსებითი განხილვა. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საქმის მსვლელობას არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს. აგიხსნით ამ შემთხვევაში როგორი პროცედურები არსებობს. შეზღუდვა არის დაწესებული, ვთქვათ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ამ შემთხვევაში უკრაინას, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ კონსტიტუციური გარანტია საკუთარი მოქალაქეებისთვის და არ ახდენენ ამ პირების ექსტრადირებას. მიუხედავად ამისა, ვიდრე მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, საქართველოს პროკურატურამ თავის დროზე მიმართა კოლეგა უკრაინის პროკურატურას და ვთხოვეთ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში. რაზეც მივიღეთ ოფიციალურად მათგან პასუხი, შესაბამისად, ის სიტუაცია, რაც მოქალაქეობის შეწყვეტამდე არსებობდა, ჩვენთვის გარემოებებს არ ცვლის”, – აღნიშნა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ დააკავებენ, მისი ექსტრადირება საქართველოში განხორციელდება.

“თუ მისი დაკავება ბრადებულის სახით მოხდება უცხოეთში, უკრაინის მოქალაქე არის თუ არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევააში გადამწყევტი არის ბრალდებები, რასაც ედავება საქართველოს მხარე და ჩვენც გვაქვს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც საქართველოში აკავებენ უცხოეთის მოქალაქეს და მისი გადაცემა ხდება სხვა ქვეყნისათვის, ვინაიდან დანაშაული აქვს ჩადენილი არა მის ქვეყანაში. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და აქ გასართულებელი არაფერია”, -აცხადებს ირაკლი შოთაძე.

მთავარი პროკურორისგან განსხვავებული პოზიცია აქვს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს, ახლა უკრაინის კანონმდებლობა იცავს.

“სააკაშვილი ახლა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას სხვა სახელმწიფო იცავს და ჩვენი დაცვის ქვეშ აღარ იმყოფება. თუ მისი ბრალი სასამართლოში დამტკიცდება და გადმოცემის საკითხი დადგება, ჩვენგან უფრო მეტად დაცული იქნება, ვიდრე – მანამდე. როცა შენი მოქალაქეა და მის გადმოცემას ითხოვ, შედარებით ადვილია. ახლა კი, მასსა და ჩვენს შორის უკრაინის სახელმწიფო დგას, როგორც დამცველი.” – ამბობს თეა წულუკიანი.

წყარო

 

მსგავსი სიახლეები
396 ნახვა