ბელორუსის პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო იქნება

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ადგილობრივი ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ლუკაშენკოს არჩევნებში მონაწილეთა 83,49%-მა მისცა ხმა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ტატიანა კოროტკევიჩს 4,42% აქვს, სერგეი გაიდუკევიჩს 3,32%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ნიკოლაი ულახოვიჩს მხოლოდ 1,67%- მა მისცა ხმა.
ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 86,75%-მა.
ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პირველი პირის პოსტს უკვე მეხუთედ იკავებს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
120 ნახვა