ამერიკელების 53 პროცენტმა ხმა მისცა ამერიკელი სამხედროების გაგზავნას ,,ISIS“ – ს წინაამღდეგ საბრძოლველად

ამერიკელების უმრავლესობამ – 53 პროცენტმა – ხმა მისცა ამერიკელი სამხედროების გაგზავნას ,,ისლამური სახელმწიფოს“  წინაამღდეგ საბრძოლველად სირიასა და ირანში. ამ კვლევის შედეგები  კომპანია ORC International -მა და CNN -მა გამოქვეყნეს.

რესპოდენტების 64 პროცენტი უკმაყოფილოა  ბარაკ ობამის პოლიტიკით „ისლამური სახელმწიფოს“ წინაამღდეგ. ამასთან ერთად გამოკითხულთა 60-მა პროცენტმა აშშ-ს სამხედრო მოქმედებები სირიასა და ირანში წარუმატებლად შეაფასა. ამერიკელების  68 პროცენტი თვლის, რომ ვაშინგტონის კამპანია ,,ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ „საკმარისად არააგრესიულია“.

გარდა ამისა, 61 პროცენტი დარწმუნებულია, რომ აშშ-მ არ უნდა მიიღოს დევნილები სირიიდან. იძულებით გადაადგილებულ პირთა მომხრედ რესპოდენტების 38 პროცენტი გამოვიდა.

გამოკითხვა, რომელიც ტელეფონის საშუალებით განხორციელდა ჩატარდა 27 ნოემრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით. მასში  მონაწილეობა მიიღო   1020-მა  ამერიკელმა.

მსგავსი სიახლეები
163 ნახვა