თურქეთის ვიცეპრემიერი: ,,რუსეთის სანქციებით თურქეთი 9 მილიარდი დოლარით დაზარალდა”

რუსეთის მიერ გნხორციელებულმა სანქციებმა, თურქეთის ეკონომიკური ზრდა შეიძლება შეაფერხოს, თუმცა ქვეყანაში უკვე გამოვიმუშავეთ კრიზისთან ბრძოლის მეთოდები, – ღნიშნულის შესახებ, თურქეთის ვიცეპრემიერმა მეჰმეთ შიმშეკმა განაცხადა.

“ყველაზე ცუდ შემთხვევაში, საუბარია 9 მილიარდ აშშ დოლარიან ზარალზე”, – აღნიშნა ვიცეპრემიერმა. მისი თქმით, თურქეთი არ ცდილობს კონფლიქტის ეკსკალაციას და ცდილობენ, შექმნილი სიტუაცია მოლაპარაკებების სასუალებით მოაგვარონ, თუმცა რუსეთი კავშირზე არ გამოდის.

შიმშეკმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2015 წლის ოქტომბერში, თურქული ექსპორტი რუსეთში 30-40 %-ით შემცირდა. მისი თქმით, ყველაზე საშიში ისაა, რომ რუსი ტურისტების ოდენობა თურქეთში, დიდი ალბათობით საგრძნობლად შემცირდება.

“პირველივე დღიდან ჩვენ შევისწავლით საკითხებს, რომლებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს რუსეთთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა და ვემზადებით თითოეული მათგანისათვის. ყველა ზომები უკვე ჩაოყალიბებულია და ჩვენ ამ ზომებს წარვუდგენთ სახელმწიფოს”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

შიმშეკი აცხადებს, რომ თურქული ბოსტნეულისა და ხილის დაახლოებით 80 პროცენტი აღარ შედის რუსეთში და გადაიგზავნება სხვა ქვეყნებში. ვიცეპრემიერმა აგეთვე აღნიშნა, რომ აუცილებელია რეფორმების განხორციელება სასოფლო-სამეურნეო სფეროში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
472 ნახვა