თუ პოსტს არ დატოვებთ გაგანადგურებთ“- სკანდალი მერიაში – როგორ გაათავისუფლეს ბოტანიკური ბაღის დირექტორი

თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გოცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის თანამდებობიდან ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. გოცაძე ამბობს, რომ ის მერიაში დაიბარეს და ვიცე- მერ ლექვინაძესთან ერთად, მისთვის უცნობი თანამშრომელი ემუქრებოდა- „თუ განცხადებას არ დაწერთ გაგანადგურებთო“. გოცაძე ამბობს, რომ ის არ ეთანხმებოდა მერიის იდეას, რომელიც ბოტანიკურ ბაღში სასტუმროების, საკვები ოქბიექტების, გასართობი ცენტრების მშენებლობას შეეწინააღმდეგა.

„ჩემი გათავისუფლება და ჩანაცვლება ჩემი პირადი განცხადების ან მთავრობის სხდომის გარდა ვერაფრით მოხდებოდა. სწორედ ამიტომ განცხადება გადადგომის თაობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ დამაწერინეს- შენი გათავისუფლება ისედაც გადაწყვეტილი და მთავრობასთან შეთანხმებულია და თუ პოსტს არ დატოვებ ასე გიზამთ ისე გიზამთო… 21 ნოემბერს შეხვედრა მქონდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან. მასთან ერთად ვიღაც მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლად წარმიდგინეს, თუმცა დღემდე ვერ დავადგინე მის ვინაობა, რატომღაც ყველა მიმალავს. სწორედ ის ადამიანი იმუქრებიოდა, რომ მაინც გამიშვებდნენ სამსახურიდან, რომ ჩემს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რომ ის უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია.“ აცხადებს ნინო გოცაძე „ალიასთან“ ინეტრვიუში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
341 ნახვა