„Washington Post” რუსეთი აშშ-ის მიერ შეიარაღებულ სირიელ მეამბოხეებს უტევს (ვიდეო)

“ამერიკული ანტისატანკო შეიარაღება, რომელსაც აშშ სირიელ მეამბოხეებს აწვდის, ომის მსვლელობაში მოულოდნელად დიდ როლს თამაშობს” – წერს „Washington Post”. სტატიის ავტორის ინფორმაციით, მეამბოხეთა ამ ნაწილზე რუსეთის შეტევამ შეიძლება კრემლისა და აშშ-ის დაპირისპირებას პროქსი-ომის სახე მისცეს.

„აშშ-ში წარმოებული იარაღით BGM-71 პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლი თავისუფალი სირიული არმია მარაგდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი ომში როგორც პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი ჩაერთო, კონფლიქტის მსვლეობაზე, აშშ-ის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ვიდრე თავიდან იყო წარმოდგენილი”, – აღნიშნულია სტატიაში.

„აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას სირეილი მეამბოხეები ასადის მომთვინიერებელს” უწოდებენ. ეს სიტყვების თამაშია, რადგან ასადი არაბულად ლომს ნიშნავს. ბოლო დღეებში სწორედ ამ შეიარაღებამ, რუსეთის მხარდაჭერილი ძალების შეჩერებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ოთხშაბათიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც რუსულმა არმიამ შეტევა განახორციელა, „იუთუბის” საშუალებით გავრცელებულია ათობით ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ იყენებენ ამერიკულ ნაღმებს, სირიის არმიის საკუთრებაში არსებული რუსული წარმოების ტანკებისა და ჯავშანმანქანების წინააღმდეგ.

მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ პირველ დღეს, მათ 24 ტანკი და ჯავშანმანქანა გაანადგურეს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. „ეს ტანკების სასაკლაო იყო,” – თქვა კაპიტანმა მუსტაფა მოარატიმ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისმა დაჯგუფებამ შვიდი ტანკი და ჯავშანმანქანა გაანადგურა.

ის ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერტებული შტატებიდან კიდევ უფრო მეტი ნაღმი გზაშია. მისივ ინფორმაციით, ამერიკული შეიარაღების მიწოდება მას შემდეგ განახლდა, რაც ომში რუსეთის ჩარევა დაიწყო. აშშ-ის მიერ დახმარების პირობა გაისმის როგორც 1980-იანი წლების ექო, როდესაც საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ ავღანეთის ჯარის „სტინგერის” სამხედრო თვითმფირნავებით მომარაგება დაიწყო. ასევეა ახლაც. მართალია, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან პროქსი-ომის წარმოებას არ აპირებს, მაგრამ ფაქტია, რუსეთის ჩარევის შემდეგ, სრულიად განსხვავებული სურათი შეიქმნა”, – წერს

წყარო

მსგავსი სიახლეები
164 ნახვა