უჩა ნანუაშვილი: ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა და ვერც იქნება

“ჩემზე არ ყოფილა და ალბათ, ვერც იქნება ვერანაირი ზეწოლა”,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამი წელია, რაც შეწყალების კომისიის წევრია და მისთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრისთვის კორუფციული გარიგებები არსებობდა.

“მხოლოდ გუშინ გავიგე ინფორმაცია , რომ ასეთი რამ არსებობდა. თუკი, ასეთი რამ მართლა იყო აუცილებელია რეაგირება, თუმცა სასურველი იყო საზოგადოებას ასეთი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ცოდნოდა და არა საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ”,- განაცხადა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ჩაერთვება ამ საკითხის შესწავლაში, რადგან ის, როგორც ომბუდსმენი და შეწყალების კომისიის წევრი ორმაგად არის დაინტერესებული საქმის გამოძიებით.

წყარო

მსგავსი სიახლეები
96 ნახვა