მიხეილ სააკაშვილი: ,,მე პრეზიდენტობისას მიტინგი არასდროს დამირბევია”

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში
მიტინგი არასდროს დაურბევია და ქუჩაში არეულობის დროს, „მხოლოდ ერთხელ მიიღო ზომები“.

ამის შესახებ სააკაშვილმა აშშ-ის რადიოსადგურ „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის „რადიო სვობოდას“ ეთერში (კიევის სტუდია, პროგრამა „გზა თავისუფლებისაკენ“) გამოსვლის დროს განაცხადა.

„მე არამარტო საქართველოში მომხდარი პოლიტიკური პროცესების მონაწილე ვიყავი, არამედ ვარ ლიდერი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიისა, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსნად გაიმარჯვებდა და მთავრობას ჩამოაყალიბებდა. გარდა ამისა, ჩემი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, როცა მასობრივი აქციების დროს თბილისის ქუჩებში წესრიგი დავამყარეთ, მე გადავდექი (მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები ამას არ ითხოვდნენ) და ვადამდელ არჩევნებში კვლავ გავიმარჯვე. კიევის მაიდნის დრო ვიქტორ იანუკოვიჩი გაჰყვიროდა, რომ „აი, მიხეილ სააკაშვილმაც ხომ დაარბია მიტინგიო“. მე არ დამირბევია, მხოლოდ ერთხელ მივიღე ზომები, თუმცა, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში არავინ დაღუპულა) და გადავდექი. ვიქტორ იანუკოვიჩსაც რომ ასე გაეკეთებინა, ისტორია სხვაგვარად განვითარდებოდა, თუმცა მეეჭვება, რომ მასაც ჩემსავით ისევ აირჩევდნენ“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
372 ნახვა