მარკ ცუკერბერგი მუსლიმების მხარდასაჭერად გამოდის

დონალდ ტრამპის მიერ მუსლიმებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შედეგად არსებული მღელვარების ფონზე, ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე მუსლიმების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

„მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მუსლიმების მიმართ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პარიზის თავდასხმებისა და იმ სიძულვილის კვირის შემდეგ, შემიძლია წარმოვიდგინო თუ რა შიშს გრძნობენ მუსლიმები, რომ ისინი სხვათა ქმედებების გამო განიდევნებიან.

მე, როგორც ებრაელს, ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, რომ ნებისმიერ თავდასხმას წინ უნდა აღვუდგე. მაშინაც კი თუ ეს თავდასხმა შენ წინააღმდეგ არ არის, თავდასხმა თავისუფლებაზე ყველას აზიანებს.

მე , როგორც ფეისბუკის ხელმძღვანელს, ჩვენს ქსელში დარეგისტრირებულ მუსლიმებს მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მივესალმები თქვენს აქ ყოფნას და ერთად ვიბრძოლებთ თქვენი უფლებების დასაცავად. შევეცდებით, შევქმნათ მეგობრული და უსაფრთხო ატმოსფერო ჩვენს ქსელში.

ბავშვის დაბადებამ დიდი იმედი მოგვცა, მაგრამ ზოგიერთების სიძულვილს ადვილად შეუძლია ამის ცინიზმად გარდაქმნა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა. რადგან სანამ ერთად ვდგავართ და ერთმანეთის კარგს ვხედავთ, შეგვიძლია ყველასთვის უკეთესი მსოფლიო შევქმნათ“ – წერს ცუკერბერგი.

შეგახსენებთ, ამერიკელი მილიარდელმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა , დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მუსლიმებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა უნდა აეკრძალოთ. ტრამპის ანტიისლამური რიტორიკა შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების კრიტიკის მიზეზი გახდა. თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინა, ხოლო პენტაგონმა ამ ფაქტს კონტრპროდუქტიული უწოდა.

მსგავსი სიახლეები
287 ნახვა