კახი კახიშვილი: სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ციხეში ფოტოგადაღების საშუალება მიეცემათ

2016 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ციხეში ფოტოგადაღების საშუალება მიეცემათ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, კანონში რეგულაცია უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წესების შედგენაზე მუშაობენ.
“გადავდგით პრინციპული ნაბიჯი. ეს იყო ძალიან სერიოზული პოლემიკისა და დისკუსიის საგანი – მიეცემოდა თუ არა სახალხო დამცველს ფოტოგრაფირების უფლება. ალბათ წარმოიდგინეთ, რამდენად რევოლუციურია ეს ამ სფეროში. ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება მსჯავრდებულისა და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები გადაიღოს ფოტოაპარატით. ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიეცემა საშუალება განთავსებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ადგილების ფოტოგადაღება მოახდინოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ბრძანების დახვეწაზე. ერთია რეგულაცია კანონში და მეორეა შემუშავდეს წესები, რომ ეს ფოტოსურათები გამოყენებული იყოს საქმისთვის და არა უაზრო პიარისთვის. ამაზე შეთანხმებულები ვართ და ჩვენი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ერთობლივი ბრძანების შემუშავებაზე”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
97 ნახვა