ზვიად ქორიძე: რატომ უნდა იცოდეს ბესელიამ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები?

მთავარ პროკურატურაში დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს დაკითხავენ. ამის შესახებ რუსთავი 2 იუწყება. რუსთავი2-თან საუბრისას ზვიად ქორიძე ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იცოდეს დეპუტატმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები.

“ბატონი ალეკოს ჩვენების რა დეტალები იცის ქალაბტონმა ეკამ, ან იცის თუ არა საერთოდ, ან რატომ უნდა იცოდეს დეპუტატმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები და რა არის ამ ჩვენებაში სიცრუე ან სიმართლე, ან რა იცის მან, როგორ დაადგინა ეს ყველაფერი? მაქსიმალურად შეიკავონ თავი ამ ადამიანებმა და აცალონ გამოძიებას. რა თქმა უნდა, მე მივალ გამომძიებელთან პროკურატურაში და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მას აწუხებს, მივცემ ამომწურავ პასუხს”,-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიას განცხადებით, ელისაშვილმა თუნდაც ერთი ადამიანის გვარი უნდა დაასახელოს, ვინც პოლიტპატიმართა სიაში ანგარებით მოხვდა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
258 ნახვა