1 იანვრიდან თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები ძვირდება – კანონპროექტი მიღებულია

1 იანვრიდან თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები ძვირდება. სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებას მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:

ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,20 ლარის ოდენობით;

უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით;

სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე – 0.4 ლარით;

ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე – 5 ლარით.

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.

ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება – 10 ლარამდე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
201 ნახვა