კახა კახიშვილი: პატიმრები საკუთარი ნამუშევრების გაყიდვას ონლაინ-მაღაზიაში შეძლებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განმარტებით, პატიმრობის კოდექსში ცვლილებები შედის.

“პატიმრობის კოდექსში ცვლილებები შედის. ჩვენი მსჯავრდებულები მუდმივად, ინდივიდუალურ რეჟიმში აკეთებენ ძალიან ლამაზ ნაკეთობებს, მაგრამ ამავდროულად მათ არ აქვთ საშუალება, ამ ნაკეთობების გაყიდვის. ის ხატები, მინანქრის ნამუშევრები, დაწესებულებებში რჩება.

ჩვენ ამ ცვლილებებით საზოგადოებას ვთავაზობთ, მსჯავრდებულებს მიეცეთ საშუალება, ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით, საკუთარი ნამუშევრები გაყიდონ. კონტროლის ქვეშ, ჩვენ განვათავსებთ მათ ნამუშევრებს ონლაინ მაღაზიებში, ნებისმიერ მსურველს დაწკაპუნების მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება იყიდოს პატიმრის ნამუშევარი, თანხა კი, პატიმარს პირდაპირ გადაეგზავნება ელექტრონულ ანგარიშზე,” – განაცხადა კახა კახიშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
207 ნახვა