ლადო სადღობელაშვილი: ოდესაში გადამზადებული არასამთავრობოებისგან სერიოზული პროვოკაციებია მოსალოდნელი

,,თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, ტელეკომპანია ,,დრო ტვ“-ს გადაცემაში _ ,,დროული დიალოგი“ საპატრულო დეპარტამენტში მოსალოდნელი ბუნტის შესახებ საუბრობს:

,,ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში პატრულის 30-მდე მოქმედი თანამშრომლეი აპირებს სამსახურის დატოვებას და საზღვარგარეთ წასვლას, რასაც პარალელურად მოჰყვება საპატრულოში არსებული ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების გამოქვყენება. ჩემი ინფორმაციით, ამ ხალხთან ,,ნაციონალები“ მოლაპარაკებებს მართავენ, პირდებიან მათ ევროპაში გამგზავრებას, საბუთების მოგვარებას და ფინანსებსაც, რის სანაცვლოდაც პატრულის თანამშრომლებისგან ითხოვენ საინტერესო აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერებს . ვფიქრობ, რომ შსს-მ უნდა გაითვალისწინოს ეს ინფორმაცია“.

ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილთან საუბრისას ის ასევე ჰყვება სამომავლო გეგმების შესახებ:

,,ჩვენ შევიკრიბეთ თუმანიშვილის თეატრში და ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ ვისაუბრეთ. არსებობს მრავალი სიგნალი, რომ ,,ნაციონალები“ ისევ მოიქნევენ კუდს, ამიტომაც არსებულმა პოლიტიკურმა სურათმა გვიკარნახა, რომ გამოვუცხადოთ ,,არა კოაბიტაციას“ და არა იმ პარტიებს, რომლებიც ფარულად და ღიად იკვებებიან ნაციონალებისგან და გაიგივებულები არიან ,,ნაცებთან“. საუბარია, ფაქტობრივად, 11 პარტიის უმრავლეს ნაწილზე, რომელმაც პირველი გაუწოდა ხელი ,,ნაციონალებს“… ასევე ვფლობ ინფორმაციას, რომ ,,ნაცმოძრაობა“ და მათი სატელიტი არასამთავრობოები,, ზონელები“ ჯგუფ-ჯგუფად ჩადიოდნენ ოდესაში და კონკრეტულ ტრეინინგებს გადიოდნენ, ,,როგორ გამოიჭირონ ე.წ. რბილი თანამდებობის პირები და სადაც დაიჭერენ, უკაცრავად და იქვე დააჩმორონ“, ამ ოდესაში გადამზადებეული ნაწილისგან მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაციები“…

აქვე სადღობელაშვილი იმასაც პროგნოზირებს, რომ ,,თავად ,,ნაციონალებს“ რამდენიმე წევრი კიდევ გამოეყოფა, რათა სატელიტი პარტიული ორგანიზაციები ბევრი შექმნან. შემდეგ ეს ჯგუფები შეურთდებიან ალასანიას და არც გამოირიცხება, მარგველაშვილსაც.“

მსგავსი სიახლეები
231 ნახვა