ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი!

„ისტორიული დღე” – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაპირველი ტრანზიტული მატარებლის შემოსვლა თბილისში, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით, საქართველო იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აკისრია.

დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკურიკეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაშიაბრეშუმის გზაიყოყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა დააზიას. ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის.ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზესიტყვით გამოსვლისას გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამპროექტში და სწორედ ამ მიზნით, ოქტომბერში ჩვენ ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმისგზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა, 500 წარმომადგენელიიყო ჩამოსული ჩინეთიდან. ეს იყო წარმატებული დაწყება“, – განაცხადა ირაკლიღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და გაიხსენა ვიზიტი ჩინეთში, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყდა. მემორანდუმს, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ჩინეთში, რამდენიმე დღის წინ, ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით,რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვსსაშუალოდ 40 დღე. ხოლოაბრეშუმის გზისგაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად.სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპისმიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის დასაქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებსსაქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენშეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთსაქართველოში და შემდეგ, 3-5 დღეშიევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. „აბრეშუმის გზაარის იაფი და ყველაზე მოკლე გზა – 5-ჯერ შემცირებული გზა ევროპასა და აზიას შორის.ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და ეს მარშრუტი ჩვენგვაძლევს დამატებით შანსს, გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთერთიმნიშვნელოვანი მონაწილე“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, “აბრეშუმის გზა” არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროექტი საქართველოში მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას, დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს.

მჯერა, “აბრეშუმის გზისპროექტის საშუალებით, საქართველო გახდებამულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას,ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. ეს არის ჩვენი გონივრული,პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება. სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკითშეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი ინვესტიციებისთვის დარეგიონული ჰაბი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ელჩებს, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ, “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელ მამუკა ბახტაძეს, მის გუნდს და ყველა რკინიგზელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

მსგავსი სიახლეები
195 ნახვა