რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოუტანს ვიზალიბერალიზაცია საქართველოს?

რამდენიმე დღეში ევროკომისიის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება,  რომლის საფუძველზეც გადაწყდება  მიმართავს თუ არა ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მთავრობის წარმომადგენლების, პოლიტოლოგების თუ ექსპერტების უდიდესი ნაწილი, თვლის, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცა და უმეტესი ნაწილი მოთხოვნებისა შეასრულა. ისინი დარწმუნებულნი არიან,  რომ მიღებული დოკუმენტი საქართველოსთვის პოზიტიური იქნება.  ამის შემდეგ კი, როგორც  აცხადებენ,  ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, გარკვეული დრო მიეცემა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ ირაკლი მეგრელიშვილის თქმით, 15დეკემბერს  მიღებული დასკვნა იქნება ერთ-ერთი, თუმცა არა გადამწყვეტი ეტაპი  ვიზალიბერალიზაციისკენ.

,,ევროკომისიის მიერ გამოქვენებული იქნება თუ რამდენად არის საქართველო ტექნიკურად მზად მიიღოს ეს უპირატესობა. საბოლოოდ კი დოკუმენტი, ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც უკვე პოლიტიკური ნების დასტური იქნება. ეს კი სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს მოხდება. ყველა არსებული წინაპირობით, დადებითი მოლოდინები არსებობს და მეც ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული. ამის საფუძველს კი მაძლევს საქართველოსა და ევროკავშირის მრავალწლიანი ურთიერთობები, მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია და გეოპოლიტიკური ვითარება, რაც, ვფიქრობ, აჩქარებს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ.” – განაცხადა, მან.

საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სპეციალისტის, თამაზ ახობაძის თქმით, კი განწყობა, იმისა, რომ საბოლოო ანგარიში პოზიტიური იქნება,  დადებითია,  თუმცა ზუსტ პასუხს, მოვლენების განვითარების შემდგომ მივიღებთ:

,,ამის მტკიცებულებითი პასუხი არ მაქვს. ჯერჯერობით ვისმენთ რიტორიკას. ეს რიტორიკა პოზიტიურია, მაგრამ მხოლოდ სიტყვებია. განწყობა ორივე მხრიდან არის დადებითი, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.” -აცხადებს, იგი.

ორივე რესპოდენტი თანხმდება იმაზე, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, საქართველო უვიზო რეჟიმით სარგებლობას, 2016წლის პირველ ნახევარში შეძლებს.

ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველო უდიდეს სარგებელს მიიღებს ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც, როგორც ბატონი ირაკლი აცხადებს, ჩვენი ქვეყნის სამმილიონიან მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი ვიზის გარეშე, გადაადგილდეს ნახევარმილიარდიან ევროპაში.თუმცა, მაინც საინტერესოა, თავად ევროკავშირს რა ინტერესები აქვს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით?

როგორც თამაზ ახობაძე აცხადებს:

,,ევროკავშირის ერთერთი მნიშვნელოვანი სარგებელი/ინტერესი გახლავთ საქართველოს ჩამოშორება რუსული გავლენისგან. მით უფრო, მაშინ როცა პუტინი ძალიან გააქტიურებულია ევრაზიული კავშირის გაფართოების მხრივ,,

რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობაზე ყურადღებას, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტიც ამახვილებს და აცხადებს, რომ რუსეთის ანაქრონისტული მისწრაფებების მიუხედავად, საქართველო თავისუფალი ცივილიზაციის ნაწილი უნდა გახდეს:

,,რუსეთის ინტერესებში არ შედის ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავისუფალ და განვითარებულ სამყაროს მის საზღვრებთან აახლოვებს. ვფიქრობ, საქართველომ თავის გზას არ უნდა გადაუხვიოს და რუსეთის ანაქრონისტულ მისწრაფებების მიუხედავად, მტკიცედ უნდა შეასრულოს ქართველი ხალხის სურვილი, იყოს თავისუფალი ცივილიზაციის ნაწილი.” – აღნიშნა ირაკლი მეგრელიშვილმა.

რესპოდენტები საუბრობენ იმ დადებით მხარეებზეც, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს:

,, დადებითი ეს არის მოძრაობის გამარტივება სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ტურისტებისთვის… ასევე ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობა.” -აცხადებს ახობაძე.

ბატონი გიორგის აზრით კი,ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშითან მიმართებით რაციონალური მისწრაფებები(ბიზნესის  სფეროში,განათლებაში,ტურიზმსა თუ სხვა მსგავს სექტორებში დასაქმებულნი)გააჩნია,შეძლებს უვიზო რეჟიმით სარგებლობას.

თუმცა საინტერესოა, გარდა ზემოთ აღნიშნული დადებითი მხარეებისა, გააჩნია თუ არა ამ საკითხს, მეორე-უარყოფითი მხარეც და  შეუძლია თუ არა მას, დემოგრაფიული პრობლემების გამოწვევა?

როგორც თამაზ ახობაძე აცხადებს, უარყოფითად შეგვიძლია ქართველების დიდი მოლოდინი მივიჩნიოთ, ამ საკითხთან მიმართებით, დემოგრაფიულ პრობლემების ჭარმოჩინებაზე საუბარს კი გადაჭარბებულად მიიჩნევს:

,,ვიზალიბერალიზაცია აპრიორი არ ნიშნავს იმას რომ ქართველები ევროპაში წავლენ და უკეთ იცხოვრებენ, დასაქმდებიან….რაც შეეხება, დემოგრაფიულ პრობლემებს, ჩემი აზრით, ეს შეკითხვა უტრირებული და ბუნდოვანია. რას ნიშავს „დემოგრაფიული პრობლემები“? ანუ საქართველო დაიცლება? გადაჭარბებულია და თუნდაც ასე მოხდეს  მიგრაცია ბუნებრივი პროცესია. ასე ხდებოდა უხსოვარი დროიდან. ასე აღმოაჩინეს ამერიკა… გლობალიზაციის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა.”

ბატონი ირაკლის თქმით კი უარყოფითი მხარე იქნება დროებითი და გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო მეტ დადებითს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ხოლო მისი აზრით, ვიზალიბერალიზაცია სრულებით არ გამოიწვევს ემიგრანტთა რაოდენობის ზრდას.

,,უარყოფითი მხარეები იქნება ნაკლები და დროებითი. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო მოახდენს წარმოებული პროდუქციის ხარისხის ზრდას, ახალი ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას და უფრო მეტად დაცული იქნება ყოველგვარი არადემოკრატიული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, რომელიც ნებისმიერმა ხელისუფლებამ შეიძლება ჩაიდინოს.შესაძლოა საწყის ეტაპზე იყოს მცირე ემიგრაციული პროცესები, მაგრამ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა დემოგრაფიულ პრობლემებს არ შექმნის. მით უფრო, რომ უახლოეს წარსულში მომხდარი ტერორისტული აქტები ერთგვარად დაამუხრუჭებს ევროპის ტერიტორიაზე უკონტროლო მიგრაციას.” – აღნიშნა, მან.

 

ასევე, საინტერესოა, რამდენად შეგვიძლია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად მივიჩნიოთ?

როგორც ჩვენი რესპოდენტი, თამაზ ახობაძე აღნიშნავს:,,მსაგვსი პროცესები, ბუნებრივია წინგადაგმული ნაბიჯია, თუმცა მხოლოდ ნაბიჯი.”

ლევან მეგრელიშვილის თქმით კი თქმით კი, მსგავსი პროცესები, ევროკავშირის წევრობასთან გვაახლოვებს:

,,მიუხედავად იმისა, რომ ეს უახლოესი მომავლის პერსპექტივას არ ქმნის, მაინც გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან.” – განაცხადა, ირაკლი მეგრელიშვილმა.

მიიღებს, თუ არა საქართველო ევროკომისიის ანგარიშისგან დადებით პასუხს და დაიწყება თუ არა, ჩვენს ქვეყანაში,ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებაზე საუბარი – ამ შეკითხვებზე ზუსტ პასუხს ძალიან მალე მივიღებთ.

 

ქრიტინე კიკალიშვილი

მსგავსი სიახლეები
585 ნახვა