მაღალმთიანის სტატუსი 1 600 დასახლებას მიენიჭება

“1 600 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა.

“დღეს გადაწყდა 1600 დასახლებისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭება, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს, თუმცა გაგრძელდება მუშაობა, რომ დაემატოს გარკვეული დასახლებები. ამისთვის სპეციალური შუამდგომლობები იქნება მუნიციპალიტეტებიდან.

პირველ აპრილამდე ჩვენ თავს მოვუყრით, დამატებით კიდევ რა დასახლებები შეიძლება დაემატოს. არ არსებობს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის ან რეგიონის ცნება, არსებობს მაღალმთიანი სტატუსის მქონე”, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

შერგელაშვილის თქმით, იმ დასახლებული პუნქტების სია, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, 10 წლის განმავლობაში აღარ გადაიხედება. „აქედან ამოღება არ მოხდება, შეიძლება მხოლოდ დაემატოს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა პრემიერმინისტ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელსაც პარლამენტარები და მაღალმთიანი რეგიონის გუბერანტორები დაესწრნენ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
269 ნახვა