საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროგრესანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა გადაიდოს.

საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის მე-4 პროგრესანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა გადაიდოს.

როგორც „რადიო თავისუფლების” ბრიუსელის კორესპონდენტი Twitter-ზე წერს, ანგარიშის გამოქვეყნებმა ევროკომისიის სამიტამდე არ მოხდება.

საქართველოს ოფიციალური უწყებები ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

აქამდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში ხვალ, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება.

წყარო

მსგავსი სიახლეები
237 ნახვა