თბილისის უბნები, რომლებსაც 15 დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 15 დეკემბერს დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს (სულ 1 157 აბონენტს).

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოსა და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 329 აბონენტს).

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 845 აბონენტს).

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 02 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 755 აბონენტს).

მთაწმინდის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 178 აბონენტს).

კრწანისის რაიონი
სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სამღებროს, თუმანიანის, ნაკაშიძის, კოტე აბხაზის და საადის ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 219 აბონენტს).

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 35 კვ ძაბვის ტრანსფორმატორის „კუმისი“ ტესტირების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 121 აბონენტს).

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

წყარო

მსგავსი სიახლეები
358 ნახვა