ევროკავშირის წარმომადგენლობამ ანგარიშის პრეზენტაცია გადადო

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკომისიამ ანგარიშის პრეზენტაცია გადადო.

“მედიის წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანის 15 დეკემბრის პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას გადაიდო””,-განაცხადეს წარმომადგენლობაში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისია, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს 15 დეკემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარმოადგენს.

ამავე წყაროს მიხედვით, საქართველოსთან ერთად ანგარიში უკრაინასაც ეხება და ტექსტის გამოქვეყნება სწორედ უკრაინასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო ყოვნდება.

ეევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დოკუმენტის გასაჯაროვება რამდენიმე დღით გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში პოზიტიური იქნება, რის შემდეგაც რიგი პროცედურუlი საკითხების გავლის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური შეტყობინება ევროკავშირის წარმომადგენლობას ჯერჯერობით, არ მიუღია. ანგარიშთან დაკავშირებით ხვალ, 14:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. სწორედ ამ დროისთვის ელოდნენ ევროკომისიის მიერ ანგარიშის გამოქვეყნებას.

წყარო

მსგავსი სიახლეები
201 ნახვა