ყველანაირი მცდელობა, რომ რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა დადებით კონტექსტში წარმოჩინდეს საქართველოსთვის, თავიდან უნდა იქნას აცილებული

რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მინისტრის აზრით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის საქართველოსთვის დადებით კონტექსტში წარმოჩინების ყველა მცდელობა, თავიდან უნდა იქნას აცილებული.
“მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოსს, ასევე მედიის წარმომადგენლებს – ყველანაირი მცდელობა, რომ რაიმე კუთხით დადებით კონტექსტში წარმოჩინდეს ამ დაძაბულობის შესაძლო შედეგი საქართველოსთვის, თავიდან იქნას აცილებული. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არანაირი რეალური საფუძველი იმისათვის, რომ ამან რაიმე სარგებელი მოუტანოს საქართველოს. ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს და მეორე – ეს ალბათ, ძალიან არაეთიკურია თურქეთთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
179 ნახვა