მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქისთვის შეწყალების უფლება რომ მიეცათ, ყველას გაუშვებდა

“ახლა რა ხდება, რატომ ჩამომართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ის პარტია, რომლის წევრიც მე ვიყავი, მოქალაქეობის ჩამორთმევამდე, აშკარად იმარჯვებდა არჩევნებში. ანუ, მომავალ წელს არის არჩევნები და მათ ამ სახით მომკვეთეს პარტიიდან, როგორც ლიდერი. ფაქტია, რომ მათ ეშინიათ და როცა ხელისუფლებას ეშინია, მისი მმართველობის დასასრულიც მალე დგება”, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში “გლობალური ლიდერების სამიტზე”.

მანვე აღნიშნულ სამიტზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებას და პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ეხებოდა.

ქრისტიანული სარწმუნობა არის ღირებულება, რომლისაც მე ღრმად მწამს. მე ბევრი მიმოგზაურია მუსულმანურ სახელმწიფოებში და მინდა ვთქვა, რომ იქაც ძალიან ბევრი საინტერესოდ მოაზროვნე ადამიანია. ჩვენ ხშირად გადმოგვაქვს მათი სტერეოტიპები.

საქართველოში არის დავა, ხალხის გარკვეული ნაწილი ითხოვს, რომ პატრიარქს ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. პრემიერმა განაცხადა, რომ მივცეთ პატრიარქს შეწყალების უფლებაო. შემდეგ თავად პატრიარქმა განაცხადა, არა, არა, არ მომცეთ შეწყალების უფლებაო. ეს რომ მომხდარიყო, პატრიარქს ყველას გაშვება მოუწევდა. აბა რა ლოგიკით გადაწყვეტდა საქართველოს პატრიარქი – აი, შენ შეგიწყალებ, შენ არაო? მართალი ვარ? მართალი ვარ. იგი მიხვდა, ხოლო ყველა ეს არასრულფასოვანი პოლიტიკოსები ამას ვერ მიხვდნენ. ოდესა სწორედ იმიტომ მომწონს, რომ ეს მულტირელიგიური ადგილია, “მინი აშშ”, თავისუფალი აზროვნება აქვთ“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
662 ნახვა