ექსპერტი: რუსეთი საქართველოში, ენერგო რესურსებით ,,გაზპრომის” გარეშეც დომინანტია

მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მიმდინარეობს.  ბრუსელში ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე – პრემიერი კახი კალაძე და „გაზპრომის“ წარმომადგენელი ალექსი მილერი შეხვდნენ ერთმანეთს.

ბრიუსელის შეხვდერას  უკვე უწოდეს „გასაიდუმლოებული“ შეხვედრა.  რადგან ქართული საზოგადოებისთვის შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდა  მას შემდეგ, რაც შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „გაზპრომის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდო.

„გაზპრომის“  განცხადების თანახმად  , შეხვედრაზე ბრიუსელში განიხილეს საკითხები ბუნებრივი აირის სფეროში.  „მოლაპარაკებები შეეხებოდა ქართულ –  რუსულ, ბუნებრივი გაზის საკითხებს და ასევე მისი ტრანზიტს მესამე ქვეყანაში“ –  იუწყება კომპანია განცხადებაში.

ქართული მხარის განცხადებით  ბრიუსელის შეხვედრაზე, საქართველოს მხარემ დააყენა საკითხი გაზის  მიწოდების გაზრდის  შესახებ. ამ პროექტით მოხდება რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთისთვის მიწოდება – „ჩვენ წლებია ვიღებთ ბუნებრივ გაზს რუსეთიდან, კომპანია „გაზპრომისგან“.  ეს პროცესი არ დაწყებულა არც დღეს და გუშინ. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა გაგრძელდება მომავალშიც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი რესურსები.  მთავარი მომწოდებლელი აზერბაიჯანია – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ცდილობს ენერგეტიკული მომწოდებლების დივერსიფიკაციას „ – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში უკვე გამოეხმაურნენ ამ ფაქტს ექსპერტები . იმისათვის , რომ მკითხველისთვის ნათელი გამხდარიყო რა პოლიტიკური-ეკონომიკური რისკები შეიძლება ჰქონდეს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს, live24 – ი დაინტერესდა , როგორც პოლიტიკის ასევე ეკონომიკის ექსპერტის მოსაზრებებით.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე თვლის რომ „გაზპრომი“ კრემლის იარაღია, რითაც ის შეეცდება პოლიტიკურ დომინანტობას –  ახალი არ არის ის ფაქტი , რომ „გაზპრომი“  კრემლის პოლიტიკური იარაღია.  ისტორიაში ეს არა ერთხელ დადასტურებულა. თუ კი ენერგეტიკული თვალსაზრისით ერთი ქვეყანა მეორეზეა დამოკიდებული დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ  ეს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იქნას გამოყენებული.  რამდენად დაექვემდებარება ენერგეტიკულად დამოკიდებული ქვეყანა პოლიტიკურ დომინანტურობას, ეს უკვე დამოკიდებულია ამ ქვეყანაზე.

განსხვავებული შეხედულებები აქვს ამ საკითხთან ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში შოთა გულბანს.  ის თვლის,  რომ მეტი მომწოდებელი ბაზარზე გამოიწვევს კონკურენციის გაზრდას, რაც შემდგომ ფასებზე აისახება

ნებისმიერი ტიპის ბაზარს უხდება დივერსიფიკაცია ფასების დასტაბილურების მიზნით. როდესაც ერთი მომწოდებელია ბაზარზე   არა აქვს მნიშვნელობა იქნება ენერგეტიკული თუ პროდუქტის ბაზარი, ყოველთვის სასურველია ამ ბაზარზე  გაჩნდეს სხვა მოთამაშეები, სხვა მომწოდებლები, რომ  წარმოიქმნას კონკურენცია. კონკურენციის საფუძველზე კი ფასის დარეგულირება ხდება. ამ შემთხვევაში ანალოგიური სიტუაცია გვაქვს . იმისათვის რომ მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია, პოლიტიკური მანიპულაციის გამორიცხვით, ვფიქრობ  ამაში ცუდი არაფერია თუ კი  „გაზპრომი“ მოგვაწვდის გაზს.

აქ  გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი. თუ კი „გაზპრომი“ შემოვა ქართულ ბაზარზე, ექსპერტების განცხადებით ეს არ იქნება ე.წ. სოციალური გაზი (იგულისხმება მოსახლეობა, ჩვეულებრივი მომხმარებელი)  ეს იქნება ე.წ. კომერციული გაზი (ენერგო მატარებლები, გადამანაწილებებლი კომპანიები და ა.შ) „გაზპრომიდან“ შემოსული გაზი სწორედ მათთვის იქნება მიწოდებული. იყო შესაძლებლობა , რომ თავად კომპანიებს ეწარმოებინათ გაზპრომთან მოლაპარაკებები და ამისათვის სახელმწიფოს ჩარევა არ იყო საჭირო. მაშ რატომ გახდა სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა?  – მთავარი პრობლემა არის ის თუ რატომ საუბრობს ენერგეტიკის მინისტრი , „გაზპრომის“ პირველ პირთან, მილერთან  და რაზე საუბრობს. აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი გამჭირვალე არ არის. ჩვენ ვერ ვიგებთ რეალურად რაზე საუბრობენ საქართველოს მხარე და „გაზპრომის“ პირველი პირი. ძალიან ცუდი ტონია  ქართული საზოგადოებისთვის, როდესაც ენერგეტიკის მინისტრისგან უფრო ნაკლებ ინფორმაციას ვიღებთ , ვიდრე თვითონ გაზპრომიდან.  ეს არის სერიოზული უნდობლობის საბაბი – განაცხადა რუხაძემ .

საქართველო დღეს გაზის  90 % იღებს  აზერბაიჯანიდან .  ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ქართულმა ხელისუფლებამ გაატარა 2005 წლის შემდეგ, რითაც მოხერხდა  ბუნებრივი აირის მთლიანად აზერბაიჯანზე გადატანა – „როგორც საქართველოა ენერგო დამოკიდებული აზებაიჯანზე ასევე, აზერბაიჯანიც დამოკიდებულია საქართველოზე.  საქართველო ენერგეტიკული დერეფნის ნაწილია. საქართველოში შემოდის გაზი აზერბაიჯანიდან, რომელიც შემდეგ მიეწოდება თურქეთს და ევროკავშირს.  ამის სანაცვლო იღებს ოფციურ (იაფ) გაზს და იმდენს რამდენიც მას დასჭირდება. რუსეთიდანაც ვიღებთ გაზს, მაგრამ ეს არის ტრანზიტის საფასური“ – აცხადებს რუხაძე.

საქართველოს მიერ გაზის დამატებითი  წყაროების გაზრდის შესახებ ყურადღების მიღმა არ დარჩენილა აზერბაიჯანული მხარისთვის. ბაქოში ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ  „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებმა  დაძაბა ურთიერთობები  თბილისსა და ბაქოს შორის.

ვიზიტიდან დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ შეიცვლება, და საუბრები აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებისა არ მიმდინარეობს.  მისი სიტყვებით სომხეთს სურს გაზარდოს გაზის რაოდენობა, და არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში , რომ საქართველოსაც სურს მიიღოს მეტი გაზი.

ღარიბაშვილის განცხადებით – „საქართველოსაც სურს მიიღოს მეტი გაზი“ .  როგორც ავღნიშნეთ საქართველო გაზის 90% იღებს აზერბაიჯანული კომპანია SOCAR – გან, რომელთანაც ხელშეკრულება 2028 წლამდე გრძელდება. ასევე 2020 წელს სრულდება შაჰ-დენიზ -2 პროექტი სიდანაც  საქართველო მიიღებს იმ რაოდენობის გაზს , რაც მას სჭირდება. და ბოლოს ამ ორ მომწოდებელს ემატება „გაზპრომი“ . ჭირდება თუ არა საქართველოს ასეთი რაოდენობის გაზი? ამაზე ექსპერტებს განსხვავებული აზრი აქვთ

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში – „მე ვამბობ რომ საქართველოს რუსული გაზი  არ სჭირდება. რა თქმა უნდა რასაც ტრანზიტის საფასურად ვიღებთ 10% , რომელსაც რუსეთი აწვდის სომხეთს, ბუნებრივია  ეს ჩვენ ტერიტორიაზე გადის და ჩვენ გვეკუთვნის ეს გაზი. და ვიღებთ კიდევაც. მაგრამ გაზპრომთან მოლაპააკებები დამატებითი  გაზის თაობაზე, საქართველოს არ სჭირდება .  4 წელიწადში იმდენი გაზი ექნება საქართველოს , რომელიც არც დასჭირდება , პირიქით შეუძლია გაყიდოს კიდევაც. თურქეთს მიყიდოს ან სხვა რომელიმე ქვეყანას.  გლობალურად თუ შევხედავთ ; მთელი ევროპა ცდილობს ან უარი თქვას რუსულ გაზზე ან ეტაპოპრივად შეამციროს ის რაოდენობა, რასაც  ყიდულობს გაზპრომისგან.  როგორ შეიძლება გერმანია, ბალტიის პირეთი ქვეყნები ცდილობდნენ ნაკლები რაოდენობის გაზი შეისყიდონ გაზპრომისგან და საქართველო რატომღაც ცდილობდეს მეტი შეიძინოს.  ამის არანაირი საჭიროება არ არის, გაზი გვაქვს, იმდენი  რამდენიც გვჭირდება. მაშინ რა გვინდა?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში : „როდესაც ასეთი კომპანია შემოდის ის ბუნებრივია რაღაც გათველბს ეფუძნება. მას რომ არ ჰქონდეს შესწავლილი რა სეგმენტს სჭირდება გაზი არც შემოვიდოდა. რადგან შემოდის ე.ი. მოთხოვნაც არსებობს  და საჭიროა. როდესაც „გაზპრომზე“ მიდის საუბარი  ოპონენტები ყოველთვის აკავშირებენ რუსეთის ზრახვებთან. არსებობს ერთი ძალიან ნათელი მაგალითი ; ჯერ ერთი , როდესაც ბიზნეს სუბიექტებს შორის არის ურთიერთობა იქ ყველანაირი პოლიტიკა გამიჯნულია, ჩვენ მსოფლიოში გვაქვს უამრავი მაგალითი, სადაც ქვეყნები სასიცოცხლოდ ემტერებიან ერთმანეთს , მაგრამ მათ ქუჩებში შევხვდებით დაპირისპირებული ქვეყნების რესტორნებს უცხოური წარწერით , რომელსაც არავინ არ ეხება. განვითარებულ სამყაროში ბიზნესებს  არ ეხებიან. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს 2008 წლის ომი , რა მოხდა მაშინ? ჩვენი ენერგორესურსები 2/3 მთლიანად იყო რუსეთის ხელში. რატომ არ გაგვითიშეს მოწოდება მაშინ? მათ ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ. მთელი საქართველო დარჩებოდა ენერგეტიკის გარეშე.  აქ მთავარია არ დავაზარალოთ აზერბაიჯანთან ურთიერთობა“ – განაცხადა შოთა გულბანმა.

Caspian Barrel  ნავთობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ილჰამ შაბანის განცხადებით , შეხვედრის ინიციატორი გაზპრომსა და საქართველოს შორის , სვარაუდოდ „გაზპრომი“ იყო.  იმისათვის , რომ რუსეთმა გაზარდოს გაზი მიწოდება სომხეთში, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაზარდოს გაზის მიწოდება საქართველოში. „გაზპრომის“ მიერ საქართველოს დაინტერესებაში და მის დადებით/უარყოფით საკითხებში ორივე ექსპერტს განსხვავებული პოზიცია აქვს .

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში – „გაზპრომი“ არის ის კომპანია , რომლის ნდობა არ შეიძლება, იქიდან გამომდინარე რომ ის არის კრემლის იარაღი. ასეთი კომპანიის  საქართველოში შემოსვლას დადებითი მხარეები არა აქვს. თუ შემოვა უარყოფითი ექნება უამრავი.  იქიდან გამომდინარე რომ გაიზრდება საქართველოს რუსეთზე ენერგო დამოკიდებულება. გაზპრომი არ არის „მაკდონალდსი“ ან „მაიკროსოფტი“ , რომელსაც მხოლოდ კომერციული ინტერესები  ჰქონდეს , მას აქვს პოლიტიკური ინტერესები“ – აღნიშნა რუხაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში – „პოლიტიკური რისკები ნებისმიერ სფეროში არსებობს .  მე მხოლოდ დადებითს ვხედავ.  დადებითი იქნება ის, რომ დამატებითი მომწოდებლის გაჩენა ქართულ ბაზარზე კონკურენციის ზრდას გამოიწვევს, რის შედეგადაც ფასები შედარებით დასტაბილურდება . ეს არ შეეხება რიგით მომხმარებლებს. შეეხებათ ენერგოგამანაწილებლებს , რომლებიც დიდი კომპანიები არიან ამ სეგმენტში და მოხდება ფასების დაარეგულირება“- განაცხადა გულბანმა.

საბოლოოდ, ორივე რესპოდენტის პოზიცია განსხვავებული აღმოჩნდა. პოლიტოლოგი თვლის, რომ „გაზპრომი“ კრემლის პოლიტიკური „იარაღია“ და ის შეეცდება ქვეყანაში პოლიტიკურ დომინანტურობას.  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევს , რომ ნებისმიერ ბაზარს უხდება დივერსიფიკაცია, რომ წარმოიქმნას კონკურენცია. კონკურენციის საფუძველზე კი მოხდება ფასის დარეგულირება.

საქართველოში მოღვაწე რუსული კომპანიების ოფიციალური სტატისტიკას თუ გადავხედავთ   ამ კომპანიებთან შედარებით „გაზპრომი“ უმსხვილესი კომპანიაა.  კვლევის მიხედვით, ელექტრო ენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. მათ შორის უმსხვილესია რუსული ინტერ რაო.

საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს თელასის“ 75%, თბოსადგური შპს მტკვარი ენერგეტიკი და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები – ხრამჰესი 1“ დახრამჰესი 2“. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური ენგურჰესი“. სტატისტიკურად რუსეთი დღეს საქართველოში „გაზპრომის“ გარეშეც დომინანტია ელექტროენერგიის სფეროში.  ამ მონოპოლიური მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის წარმატებულად გამოყენება ადვილად შეეძლო უახლოეს წარსულში (2008 წლის აგვისტოში).

  1. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი – მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზია“. მისი ერთ – ერთი დირექტორი კი მიხაილ ტუზოვი. რუსეთის მოქალაქეა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმოების დირექტორი ალექსეი ფროლოვი. ამავე ოფშორულ კომპანიას, „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ ეკუთვნის რუსთავის წყალი და მცხეთის წყალკანალიც.
  2. ლუკოილი» – შვილობილი კომპანიაა „ლუკოილ ჯორჯია“, რომელიც ფლობს 62 ბენზინ გასამართ სადგურს და ერთ-ერთი მსხვილი ნავთობ იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში.
  3. რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევები არიან ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიების RMG Gold-ისა(ყოფილი „კვარციტი“) და RMG Copper-ის (ყოფილი „მადნეული“) მფლობელები.
  4. რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ხელშია მინერალური წყლების კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო“. კომპანია აწარმოებს მინერალურ წყლებს – ბორჯომი, ლიკანი, ასევე სასმელ წყალს – ბორჯომის წყაროები, ბაკურიანი.
  5. Alfa Group -ი ფლობს საკომუნიკაციო კომპანია Vimpelcom-ის 44%-საც. ამ ჯგუფის წევრია საქართველოს ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორი “ბილაინი.”

ეს იმ კომპანიების  მცირე ჩამონათვალია , რომელთა მფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან.  გამოიწვევს თუ არა „გაზპრომი“ ბაზრის დივერსიფიკაციას ან იქნება რუსეთის პოლიტიკური „იარაღი“ ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

აქსანა კუკავა

მსგავსი სიახლეები
284 ნახვა