გადაწყვეტილება მიღებულია! საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ!

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ფოფხაძის თქმით,  ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმასაქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირეს.”

როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, ინფორმაცია გადამოწმებული და დადასტურებული აქვს და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

გიორგი ფოფხაძე არ აკონკრეტებს, როდის მოხდება ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცხადება.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
25,833 ნახვა