ჭამის სამინისტრო

თამთას ბლოგი…

 

ისევ 6 საათია, ისევ 6 რიგად ვართ ჩამწკრივებული 4 ზოლიან გზაზე, ისევ საცობი, ისევმუხრუჭების და გამონაბოლქვის სუნი.

ჯიბეში ლარი და გულში ერთი “ოცნება”- მეღირსება სახლამდე მისვლა?

გზა გრძელია, მოთმინების უნარი მოკლე. აი მძღოლებიც აყვირდნენ. იქ მანქანამ წყალიგააცხელა, იქ ”მარშუტკამ” ლამის გაიტანა ფეხით მოსიარულე.

შუქნიშანი იცვლის ფერებს…წითელი..ყვითელი…მწვანე.. იცვლის თავისთვის, ფორმალობააასეთი, თორემ ზედაც არავინ უყურებს.

არ ვიცი რატომ მაგრამ ბოლო დროს თითქოს ყველაფერი დუღს..

ხანდახან მგონია მთელი ქვეყანა ერთ დიდ ქვაბში ვართ ჩაყრილი და ვიღაც თავის გემოზეგვირევს.
თითქოს ყველას უნდა იყვიროს, წლობით ნაგროვები იმედგაცრუება, გაჭირვება, სიმწარეერთიანად ამოიტანოს.
ვერავის შეედავები სიტყვის თავისუფლება გვაქვს. მშიერი, უსახლკარო და სოციალურადდაუცველი თავისუფლება.

იმის არ მჯერა,რომ ეს ხალხი ბოლო წლებში გაღატაკდა ასე, მაგრამ ის კი ფაქტია, რომამდენმა ტყუილმა, ამდენმა ფუჭმა ოცნებამ ამდენჯერ “გადაგდებულმა” ხალხმა გამოსავალიხმის აწევაში ნახა.

არ ვიცი ეს ხმა მიაღწევს თუ არა საკუთარი ჯიბის გაზრდაზე ოცნებაში გართულთამდე. ფაქტიაჯერ ვერ აღწევს. არადა როგორ გინდა არ იყვირო, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზემეტი ღატაკია და ამავე ქვეყანაში ერთი ჰალსტუხიანი  21 000-ს იღებს ხელფასს დანარჩენებისპრემიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

გაიგებდით, პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ადგილზე ვართ, რუსეთის შემდეგ .ხელისუფლების წევრთა მაღალი ანაზღაურებით. სამაგიეროდ ახლოსაც ვერ მივალთქვეყნებთან რომელთა მთავრობაც მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე ზრუნავს.

გამიგია ხალხი საკუთარი კეთილდღეობისთვის ირჩევს მთავრობასო, ჩვენ კი ჩვენივეარჩეულები მუდმივად გვჭამენ. ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენს ხელფასს ვეყოთ, თავად კიხელფასზე 5-ჯერ მეტ პრემიებს არ თაკილობენ და ზემოდან იმასაც აყოლებენ ეფექტურიმთავრობა ვართ და ეფექტური ანაზღაურება გვეკუთვნისო. მოდი და ნუ იყვირებ …

ბოლო სამი თვეა ყოველდღე მიწევს ადამიანებთან შეხვედრა და მათი პრობლემების მოსმენა.ადამიანებთან რომლებსაც არ აქვთ სახლი ან სამადლოდ არიან შესახლებული რომელიმეშენობის ნანგრევებში. ადამიანებთან, რომელთაც არ აქვთ საჭმლის ფული, დედებთან პატარაბავშვებით ხელში, რომლეთაც სჭირდებათ სასწრაფო ოპერაცია.

მერე აღარ მიკვირს რატომ არ არის ჟანგბადი ამ ქვეყანაში.რატომ არავინ აღარავის ენდობა.რატომ უნდა ყველას ხმამაღლა იყვიროს.

თურმე არსებობენ ცუდი ადამიანები. თურმე არსებობენ ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ უყვართ.თურმე არსებობენ ჯიბის ადამიანები.

და მაინც  უსიამოვნო ხმაურია, ავისმომასწავებელი.

”ზემოთ” არავინ იმჩნევს. უმცირესობა უმრავლესობას ჭამს, უმრავლესობა ქვეყნის ბიუჯეტს და ხალხი ტყუილ დაპირებებს.

გვიყვარს ქართველებს ჭამა ….

 

 

თამთა ყიფიანი

მსგავსი სიახლეები
307 ნახვა