პაატა ზაქარეიშვილი – დღეს ისტორიული დღეა და რუსეთზე საუბარს არ ვაპირებ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ისტორიული დღეა და დღეს რუსეთზე საუბარი არასერიოზულია.
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვა “ისტორიულს” და მართლაც, დღეს არის ისტორიული დღე და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს. ვულოცავ მთელ ქართველ ერს, მთელ ნაციას ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ გადადგა სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯი ევროპისაკენ. რუსეთი ამ წუთში არის არასერიოზული სალაპარაკო, როდესაც გვაქვს ევროპაზე სასაუბრო. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ ღონისძიება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
177 ნახვა