უმრავლესობა პუტინის წინადადებით უფროა მოხიბლული ვიდრე ევროკავშირის დასკვნით

ტელეკომპანია ,,მაესტრო’-ს ჟურნალისტი ია თინიკაშვილი facebook სტატუსს აქვეყნებს:

,,საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციასა და პუტინის გუშინდელ შემოთავაზებაზე მოსახლეობის აზრის გასაგებად, ნახევარ შიდა ქართლს შემოვუარე, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მაცხოვრებელთა მოსაზრება მაინტერესებდა, მოკლედ, ჩემს მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ომგამოვლილი, ნაწამები, დასახიჩრებული თუ მრავალჯერ გატაცებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პუტინის წინადადებით უფროა მოხიბლული და აღტაცებული, ვიდრე ევროკომისიის დასკვნით.”

მსგავსი სიახლეები
903 ნახვა