დავით ბაქრაძე: უვიზო მიმოსვლა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსაც შეეხებათ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის შენგენის ზონაში ევროპის კარი არის ღია და ეს ყველაფერი მთავრობის ხანგრძლივი მუშაობის შედეგია.

დღეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვისგადაიდგა პირველი ნაბიჯი და ევროპამ თქვა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვისევროპის კარი შენგენის ზონაში არის ღია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დაიწყო, საქართველომთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები იყო მართებული, სწორი და დასრულდაიმ შედეგით, რომლითაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ეს პროცესი დასრულდება რამდენიმე თვეში, რომლის შემდეგაც საქართველოსმოქალაქეებისთვის, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტი გააჩნიათ, მათ შორისოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ჩვენი დებისა და ძმებისთვის, იქნება შენგენის ზონათავისუფალი მიმოსვლის სივრცე, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით,  საქართველოს მომავალი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნე ევროკავშირის წევრობაა. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიანმნიშვნელოვანი მექანიზმები, რომ საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფოდშედგეს, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
186 ნახვა