ექსპერტი: ,,აბრეშუმის გზის ამოქმედებით, საქართველო რეგიონული ჰაბი უნდა გახდეს”

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის  პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან თბილისში პირველი სატრანზიტო მატარებელი ჩამოვიდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის გავლით, ჩინეთიდან თურქეთის მიმართულებით ტვირთი ჩაიტანა. ამ ფაქტს, პრემიერმა ღარიბაშვილმა უკვე უწოდა, ისტორიულიმოვლენა  და აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზის ამოქმედებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპასა და აზიას.

,,აბრეშუმის გზის პროექტი’’ რუსეთის გვერდის ავლით, აზიისა და ევროპის სავაჭრო ურთიერთობების კონსოლიდაციას ითვალისწინებს, ექსპერტთა აზრით კი , ეს ყოველივე იმპერიული ქვეყნისთვის, დიდი ეკონომიკური დარტყმა იქნება, რაც საბოლოო ჯამში, როგორც საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე აცხადებს, რუსეთის ჰეგემონიის შესუსტებასა და არსებული რეალობის შეცვლას გამოიწვევს:

,,როგორც ვიცით დღეს რუსეთს საკმაოდ დიდი ბერკეტები უჭირავს ხელში ევროპასთან მიმართებით და ამის გამო, თავს უფლებას აძლევს ნებისმიერი, პოლიტიკურად იმპერიული გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის მიუღებელი და ზიანის მომტანია, ამიტომ, ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია დიდი ზემოქმედება იქონიოს ახალი რეალობის ფორმირებაზე.’’-განაცხადა, დავით კიკვიძემ.

ექსპერტი, ,,აბრეშუმის გზის’’ ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე  ყურადღებას  კორიდორის ფორმირებაზე ამახვილებს, რომელიც ამ პროექტის მეშვეობით, აზია- ევროპის ტვირთბრუნვას 70-80%-ით განახორციელებს. მისი მოსაზრებით, საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას შეუძლია კორიდორის ეპიცენტრში მოხვედრით, რეგიონული ჰაბის ფუნქცია შეასრულოს:

,,საქართველო უნდა იყოს ის საკვანძო ქვეყანა, სადაც აღმოსავლეთსა და ევროპას შორის უნდა არსებობდეს გზის გასაყარი. ძალიან ბევრი საწარმო უნდა შეიქმნას საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს ძალიან სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა და ის ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთსა და ევროპას ტვირთების თვალსაზრისით დააკავშირებს”. – აღნიშნა, ექსპერტმა დავით კიკვიძემ

 

რა სარგებელს მოუტანს ,,აბრეშუმის გზა’’ საქართველოს?

როგორც რესპოდენტი აცხადებს, მსგავს პროექტში მონაწილეობით, ჩვენს ქვეყანას ეძლევა საშუალება, გლობალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, რაც მისი განცხადებით, თავისთავად ახალი ინვესტიციებისა თუ უცხოური კაპიტალის მოსაზიდად დამატებითი ბიძგის მომცემი იქნება. საბოლოო ჯამში კი ექსპერტის მოსაზრებით, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასა და სამუშაო ადგილების გაზრდას შეუწყობს ხელს, გარდა ამისა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მიეცემა, განვითარდეს და საშუალო ევროპული ქვეყნის მდგომარეობას მიუახლოვდეს, თუმცა ასევე აღნიშნავს,რომ საქართველო ჯერ  მზად არ არის მსგავსი ეკონომიკური გამოწვევისთვის და აცხადებს, რომ მთავრობა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საქმეს და  ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყოს:

პირველ რიგში, საქართველოსთვის ეს პროექტი მნიშველოვანია იმით, რომ იგი ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას ჩინეთთა. ჩინეთი საქართველოსთვის 3-ე სავაჭრო პარტინიორია, თუმცა ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენცია გააჩნია, შესაბამისად, აბრეშუმის გზის ამოქმედებით, ხელი შეეწყობა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, რაც თავისთავად ითვალისწინებს მეტ დასაქმებულ ადამინს, მეტ  ინვესტიციას და მეტ ტურისტს საქართველოში.

 ეს პროექტი არის ჩვენთვის ძალიან დიდი პოტენციალი,  ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას განვითარებისკენ და მიუახლოვდეს საშუალო ევროპული ქვეყნის მდგომარეობას, მაგალითად როგორც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ. მზადყოფნას რაც შეეხება, ჩვენი ქვეყანა პირდაპირ რომ ვთქვათ, არ არის მზად მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს გამოწვევა არ უნდა მივიღოთ, პირიქით, დროა უკვე დავიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ქვეყნის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს რომ დროა დიდი ნაბიჯების გადადგმა, რათა მოხდეს ქვეყნის განვითარება….ეს  და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს. -განაცხადა, დავით კიკვიძემ.

საინტერესოა, თავად რა მნიშვნელობას ანიჭებს ოფიციალური პეკინი ,,აბრეშუმის გზის ამოქმედებას,, და რა შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩინეთ-საქართველოს შორის დაწყებული,თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებები?

როგორც ჩვენი რესპოდენტი, დავით კიკვიძე აცხადებს, ეს პროექტი ჩინეთს საშუალებას აძლევს სულ მცირე 20-30%ით გაზარდოს თავისი ტვირთბრუნვა და შეამციროს მისი ხარჯები.ის ასევე,ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის ყველაზე დიდ პროვინცია-სინძიანის ოლქზე, რომელიც ევრაზიის კონტინენტთან ძალიან ახლოს მდებარეობს და მთელ რიგ ქვეყნებს ესაზღვრება,მათ შორის კი გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს, სწორედ საქართველოსთან არის:

ეს არის პროვინცია, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოსაა საქართველოსთან _ ოთხი საათია პეკინიდან თბილისამდე, აბრეშუმის გზა ამ ოლქს მისცემს საშუალებას ექსპორტზე გაიტანოს მისი ძირითადი რესურსები: ქვანახშირი, ნავთობი, გაზი ა.შ.აღნიშნავს, იგი.

საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებზე საუბრისას კი აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის საკითხები, რომელიც ინვესტორების დიდ დაინტერესებას იწვევს და როგორც თვითონ აღნიშნავს, ამ პროექტის წარმატება, სწორედ მათზეა დამოკიდებული:

,,ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტურიზმი, კულტურული თანამშრომლობა – ესაა იმ მცირე საკითხთაგანი რომელთა ირგვლივაც მიდის  სავაჭრო მოლაპარაკება,საქართველო-ჩინეთს შორის. რაც შეეხება წარმატებას, საქართველოში ჯერ კიდე არის ბიზნესის კეთების სიმარტივე, დაბალი გადასახადები, კორუფციასთან ბრძოლის აგრესიული პოლიტიკა, შესაბამისად ეს იწვევს ინვესტორების დაინტერესებას, ამიტომ სწორედ ინვესტორების ინტერესზეა დიდწილად დამოკიდებული ამ პროექტის წარმატება და ვიმედოვნებ, რომ ასე დასრულდება კიდეც.’’ – განაცხადა, დავით კიკვიძემ.

 

ქრისტინე კიკალიშვილი

მსგავსი სიახლეები
226 ნახვა