NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 21% „ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემდა

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რომელ პარტიას არასდროს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემდა, 16% კი – „ქართულ ოცნებას”.

დღეს NDI-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 2015 წლის 17 ნოემრიდან – 7 დეკემბრის პერიოდს. გამოიკითხა 1881 ადამიანი. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის ამასთან, დამატებითი წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1;

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს (სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად;

კლასტერნიგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა). ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. დააფინანსა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (Sida).

წყარო

მსგავსი სიახლეები
110 ნახვა