ნავთობის ფასმა 11 წლიან მინიმუმს მიაღწია

მსოფლიო ფასებმა ნავთობზე, იმ მინიმუმს მიაღწია რომელიც ბოლო დროს დაფიქსირდა 2004 წლის ივლისში. ამის შესახებ იუწყება Rambler News Service.

თებერვალში Brent – ის მარკის ნავთობზე ფასმა ლონდონის ბირჟის მონაცემებით დაიწია 1,34 პროცენტით – 36,14 დოლარამდე ბარელზე. მინიმალური ფასი თებერვალის კონტრაქტის მონაცემებით შეადგინა 36,17 დოლარი.

ნავთობი იაფდება, მას შემდეგ , რაც ОПЕК-მა  4 დეკემბერს გადაწყვიტა აეწია კვოტები 30 მილიონიდან 31,5 მილიონ ბარელამდე დღეში.

14 დეკემბერს Brent – ის მარკის ნავთობზე ფასი ლონდონის ბირჟაზე(ICE)  სამი პროცენტით დაეცა. ამდენად თანამედროვე მარკა გაიაფდა და 2008 წლის მინიმუმს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები
145 ნახვა