NDI: ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად 57% სამუშაო ადგილებს ასახელებს

NDI_ის კვლევის თანახმად, მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებს: 57%-მა – სამუშაო ადგილები, 29%-მა – სიღარიბე, 28%-მა კი პენსიები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელა.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად მოსახლეობამ ტერიტორიული მთლიანობა დაასახელა (29%). ასევე, მოქალაქეების 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როცა 18%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები, სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეების ჩართულობა დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყანაში თითოეული ამ საკითხის მდგომარეობას არც თუ ისე დადებითად აფასებს.

როგორც NDI-ში განმარტავენ, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება დიდწილადაა დამოკიდებული მოქალაქის პარტიულ სიმპატიაზე: პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერები გაცილებით უკეთ აფასებენ ზემოთჩამოთვლილი საკითხების მდგომარეობას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების, ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.

წყარო

მსგავსი სიახლეები
102 ნახვა