ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა

ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენ წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს საქართველოს მთავრობის პირველი ისტორიული შედეგია.
“დღეს ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა: ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენ წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს.
ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. ამიერიდან საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება”, – აღნიშნა პრემიერმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
101 ნახვა