ირაკლი ღარიბაშვილი: მდიდარი სოფელი ყოველთვის იყო ქალაქისა და ქვეყნის დასაყრდენი!

„სოფლის გაძლიერებას საქვეყნო მნიშვნელობა აქვს – მდიდარი სოფელი ყოველთვის იყო ქალაქისა და ქვეყნის დასაყრდენი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე საუბრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებში განხორციელებული სამუშაოები დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში სახელმწიფო დახმარებას ყოველწლიურად 800 ათასამდე ბენეფიციარი იღებს.

სარგებელმა 3 წელიწადში 300 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა; სულ დამუშავდა 600 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი; აგროდაზღვევის პროგრამით, ფერმერებმა 180 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა დააზღვიეს;

პრემიერის ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაცემულია 25 ათასამდე დაფინანსება; გაცემული თანხა 625 მილიონ ლარამდეა; ათასზე მეტი კრედიტისთვის დოლარში გაცემული სესხების რაოდენობა შეადგენს 155 მილიონ აშშ დოლარს; შექმნილია 1200-ზე მეტი კოოპერატივი;

მისივე თქმით, მთავრობამ ასევე დაიწყო ქართული მეურნეობის ტრადიციული დარგების – მეჩაიეობის, მეფუტკრეობის, თხილის, ვაშლის, მანდარინის წარმოების აღორძინება და განვითარება.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ასევე შეიცვალა დამოკიდებულება ყველაზე ტრადიციული დარგის, მევენახეობისადმი.

კარგად ვაცნობიერებთ, რომ ქართველისთვის ვაზი ეროვნული იდენტობისსაძირკველია. მევენახეობამეღვინეობის აღორძინებისთვის ავამოქმედეთ სუბსიდიისა დაშეღავათიანი სესხების პროგრამა. შედეგად, ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყნისმასშტაბით უპრეცედენტო რთველი გვქონდა. მევენახეებმა კახეთსა და რაჭალეჩხუმშიჯამში 400 მლნ ლარის შემოსავლები მიიღეს. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაშიუპრეცედენტო მაჩვენებელია. ამან სტიმული მისცა ახალი ვენახების გაშენებას.ტრადიციული მევენახეობამეღვინეობა მომგებიან საქმედ იქცა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ქართული ღვინო სულ უფრო მეტ ბაზარზე იკიდებს ფეხს, კერძოდ, წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე, ასევე გაიზარდა გაყიდვები, მათ შორის ევროპასა და ჩინეთში.

მსგავსი სიახლეები
123 ნახვა