მეწარმე ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლით თავისუფლდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობის 3 წლიანი ანგარიში წარადგინა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ხელისუფლების პირობებში გახორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა კვლავ პრიორიტეტულია მთის განვითარება და იქ მოსახლეობის დაბრუნება ან დასახლება. მთავრობის ხელშეწყობით, მთაში მცხოვრები პირები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ, რაც გულისხმობს ყველა იმ აუცილებელი პირობის შექმნას, რაც მთას და მის განვითარებას ესაჭიროება.

დღევანდელ ანგარიშში საუბარი შეეხო მეწარმე ფიზიკური პირების საკითხსაც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ისინი 10 წლით თავისუფლდებიან გადასახადისგან. ასევე პირი, რომელიც ხელფასის სახით 6 000 ლარამდე აიღებს დღგ-ს გადასახადისგან თავისუფალი იქნება.

მსგავსი სიახლეები
517 ნახვა