„ევრაზიული კავშირის მომხრეთა მაღალ პროცენტზე, დიდწილად ხელისუფლებაა პასუხსიმგებელი“

„რუსეთის თუ ევრაზიული კავშირის მომხრეთა მაღალ პროცენტზე, ხელისუფლება დიდწილად არის პასუხსიმგებელი“,– ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, არაფერი დაუპირისპირდა რუსეთის პროპაგანდისტულ, საინფორმაციო ომს და ამ ციფრზე საქართველოს ხელისუფლებაც არის პასუხისმგებელი“,– განაცხადა ლაგაზიძემ.

NDI კვლევის თანახმად, გამოკითხულდა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს.

კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1881 პირმა მიიღო.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
142 ნახვა