დავით პეტრიაშვილი პატრულის ეკიპაჟის დაჯახებამ იმსხვერპლა

UEFA-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. მედიას აღნიშნულ ინფორმაცია საქართველოს მთავარ პროკურატურა დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი, საქართველოში, შვეიცარიიდან საშობაო არდადეგებზე ჩამოვიდა. როგორც ცნობილია, ქართველი საფეხბურთო მაღალჩინოსანი, გზაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მთავარი პროკურატურა იძიებს. რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არაა.

დავით პეტრიაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორის თანამდებობას, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის “დინამოს” ყოფილი მმართველი დირექტორი.

წყარო

მსგავსი სიახლეები
195 ნახვა