პაატა ბურჭულაძე: მურუსიძის დანიშვნით ხელისუფლება გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს

„საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირონ:

„საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს. გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმიც ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები
142 ნახვა