ვახტანგ კაპანაძე: „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ჩემთვის უცნობია

გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკითხვისას განაცხადა, რომ „სილქნეტთან” გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები მისთვის უცნობია.

სილქნეტთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ზოგადად აღნიშნული ხელშეკრულება ზოგად პრინციპებს, რომელიც კავშირგაბმულობის გამყარებისთვის არსებობს, აკმაყოფილებს“, – აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

ვახტანგ კაპანაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მანამდე ჰქონდა ჩვენება მიცემული გამოძიებისთვის და სამომავლოდაც თუკი საჭირო იქნება, გააგრძელებს თანამშრომლობას.

რაც შეეხება ავთანდილ ჭოლოკავას საკითხს, რომელიც როგორც ცნობილია, „სპეცკავშირმშენის” წარმომადგენელია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი მომსახურების მაგისტრალის შესახებ შეხვედრა გამართა, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დაკითხვისას კაპანაძემ განაცხადა, რომ ის არც ჭოლოკავას მიერ შემოთავაზებული ვერსიის დეტალებს იცნობს, თუმცა, იცოდა, რომ ჭოლოკავა სთავაზობდა ორ უფასო სადენს. ასევე მას დაცვის მხარემ დაუსვა შეკითხვა – იცოდა თუ არა იმის შესახებ, რომ ჭოლოკავას ვერსიით, მაგისტრალი ლარსთან ახლოს უნდა გასულიყო, პროკურატურის შეკითხვაზე – იტყოდა თუ არა უარს ჭოლოკავას მომსახურებაზე, თუკი ეს ეცოდინებოდა, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ მაგისტრალი ოკუპირებულ ტერიტორიის სიახლოვეს ისედაც გადის.

რატომ ეთქვა ჭოლოკავას მის მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე უარი, ვახტანგ კაპანაძემ ამაზე აღნიშნა, რომ უარის თქმა მისი კომპეტენცია არ იყო, რადგან კავშირგაბმულობის თემაზე მუშაობდა სამუშაო ჯგუფი და სწორედ ამ ჯგუფის ფარგლებში განიხილებოდა ყველა საკითხი.

შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, მას ჰყავდა თავის ხელმძღვანელი. პოლკოვნიკი კაიშაურიმუშაობდა სამუშაო ჯგუფში. პროცესში მე არ ვიყავი ჩართული.

რაც შეეხება ჭოლოკავას შეთავაზებას, უფასო შეთავაზება არ ნიშნავდა, რომ ის უფასო იყო.ამისათვის არსებობდა შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაადგენდა, რამდენადმომგებიანი იქნებოდა ეს შეთავაზება რესურსებსა და თანხებში. სწორედ ჯგუფსეკისრებოდა ამის შეფასება და განსაზღვრა. შესაბამისად, მის კომპეტენეციაში შედიოდაშეთავაზებაზე უარის თქმა, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
118 ნახვა