იგორ კოლომოისკი: როგორც კი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან წავა, ძაღლივით ვცემ

უკრაინელმა ოლიგარქმა, დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა იგორკოლომოისკიმ გამოცემა Polotico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანია დაუფინანსა და გადაყენების შემდეგ სააკაშვილს ცემით ემუქრება. კოლომოისკი ამბობს, რომ გუბერნატორად დანიშვნამდე სააკაშვილი მასთან დნეპროპეტროვსკში ჩავიდა.

ის გვაქებდა, სადღეგრძელოებში ჩვენზე ძალზე დადებითად საუბრობდა. ჩემზე ამბობდა,რომ მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი გავხდი სააკაშვილის ნაცვლად“, – ამბობსკოლომოისკი.

ოლიგარქი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს ოდესმე დაიჭერს,  მას აუცილებლად „სახეს აულეწავს”.

როგორც კი ის თანამდებობიდან წავა, მე მას ძაღლივით ვცემ“, – განაცხადა იგორკოლომოისკიმ.

მსგავსი სიახლეები
517 ნახვა