მანანა კობახიძე ელისაშვილს: ან ბოლომდე იტყვი სიმართლეს, ან პასუხს აგებ!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე შეწყალების კომისის ყოფილ თავმჯდომარეს და თბილისის საკრებულოს წევრს ალეკო ელისაშვილს სოციალური ქსელით მიმართავს, გამოძიებას დაეხმაროს და ბოლომდე თქვას სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

“თქვენ ან დაეხმარებით გამოძიებას და ბოლომდე იტყვით სიმართლეს, ან პასუხს აგებთ, ნუ ეფარებით ჟურნალისტის პროფესიას უსინდისოდ და დაასახელეთ ადამიანი, ვინც თურმე დღესაც თანამდებობის პირია და დანაშაულს ფარავს, თურმე იცის, რომ დეპუტატები კორუფციაში ვიხრჩობით და ამის მხილებას თქვენ განდობთ, ნუ აფარებთ ხელსს!”,
მე გეტყვით, რომ თუ ასეთი “ძვირფასი” მოწმე მართლაც არსებობს, ის ჩვეულებრივი ჭორების გამავრცელებელია, ბინძური ჭორების, ყოფილი ხელისუფლების და მათი ნარჩენების დავალებების პირდაპირი შემსრულებელი ან თავად ნარჩენი, რაც არაერთი გვყავს, განსაკუთრებით ძალოვნებში, ჩვენდა საუბედუროდ! ხოდა, ისე გაქციეს “პარტიული დავალების” შემსრულებლად, ვერც კი ხვდებით, ამის მტკიცებულებაც მაქვს! ჯერ პროკურატურას დაველოდები!”, – წერეს კობახიძე  facebook-ში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
206 ნახვა