პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულებისშემდეგ დასახელდა.

გიორგი კვირიკაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს; 1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – მრეწველობის დაგეგმვა; 1998 წელს აშშ ილინოისის უნივერსიტეტი(University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი.

1993-1996წწ. იყო “გაერთიანებული ქართული ბანკის” კრედიტივების ოფიცერი, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. “ექსპორტ-იმპორტ” ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი; 1998-1999წწ. “გაერთიანებული ქართული ბანკი”, ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; 1999 წელს სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2004-2006წწ. პირველი კომერციული ბანკის, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 2006-2011წწ. ბანკი “ქართუ”-ს, გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)

ცნობისთვის, პარლამენტი მთავრობის ახალ შემდგენლობაზე 29 დეკემბერს იმსჯელებს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
132 ნახვა