იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუმარტა, კაკაბაძე და გუნავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. კაკაბაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციაზე ლევან მურუსიძის მიმართულებით შეიგინა. ხოლო გუნავა კაკაბაძის დაკავების გაპროტესტების და პოლიციისთვის სავარაუდოდ წინააღმდეგობის გამო დააკავეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
129 ნახვა