კახა კოჟორიძე – სტრასბურგის სასამართლომ მურუსიძის სამართალს გამაოგნებელი უწოდა

არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდე, მოხვიდე ამ ლოზუნგით და თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას “ფეისბუქში”. კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო, ძალიან საშიში მესიჯი. “სტრასბურგის სასამართლომ მოუძებნა შესაბამისი ტერმინი ბატონი მურუსიძის სამართალს და მას გამაოგნებელი უწოდა. მაგრამ მე არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდე, მოხვიდე ამ ლოზუნგით და თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი პრობლემა კი არის არა ბატონი მურუსიძე, ან რომელიმე სხვა ერთი კონკრეტული პირი, არამედ ის გარემოება, რომ მისი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა მოქმედ და ყველა მომავალ მოსამართლეს უკეთებს პირდაპირ გზავნილს, რომ თუ თქვენ, მოსამართლეები, ხელს მოაწერთ გირგვლიანის მსგავს უმძიმეს საქმეებს, ჩვენ, საბჭოს წევრები, ხელს მოვაწერთ თქვენს უვადოდ დანიშვნას. ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო, ძალიან საშიში მესიჯი”, – წერს პრეზიდენტის მრჩეველი. ლევან მურუსიძე დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსართლედ აირჩიეს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
140 ნახვა