თბილისში ტაქსი აფეთქდა – დამწვარია 30 წლამდე მამაკაცი

თბილისში ტაქსის აფეთქების შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიწვა. როგორც „ნიუპოსტს“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცს სხეულის 15% აქვს დამწვარი.

„მას მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული თავის და ზედა კიდურების არეში. იგი ამ დროისთვის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ქაშიბაძე.

როგორც ცნობილია, ავტომობილი, რომელიც აფეთქდა გაზზე მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
426 ნახვა