დავით სერგეენკო: ვერ გეტყვით, ახალ შემადგენლობაში ვიქნები თუ არა

ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო არ აკონკრეტებს, მინისტრთა ახალ კაბინეტის შემადგენლობაში იქნება თუ არა. სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატების წარდგენა გიორგი კვირიკაშვილის პრეროგატივაა:

“ყველამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარი პროგნოზებისგან, რადგან კანდიდატების წარდგენა არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა, ხოლო მათი დამტკიცება ან არდამტკიცება პარლამენტის. მე, პირადად, ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია”, – განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები
214 ნახვა